Shopforshops.ge მაღაზია მაღაზიებისთვის


კომპანიის შესახებ

Shopforshops.ge - ბრენდის დაარსების ისტორია


ყველაფერი მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც საქართველოში პირველი დიდი ბაზრობები გაჩნდა, სადაც სხვადასხვა საქონლით ვაჭრობას კერძო მეწარმეები და ფიზიკური პირები ეწეოდნენ. ეს იყო უმძიმესი პერიოდი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის — დრო, როდესაც თავად გადარჩენის საკითხი იდგა დღის წესრიგში, ხოლო შუქის, წყლის, გაზის, პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და დასაქმების შესაძლებლობის არქონა ყოველდღიურობად ქცეულიყო. სწორედ ეს სტიქიური ბაზრობები გახდა მოსახლეობის უმეტესობისთვის შანსი, თუნდაც მცირედით გამოესწორებინათ თავიანთი შერყეული მდგომარეობა.

სწორედ მაშინ, იმისათვის, რომ მყიდველის მუდმივი კითხვისთვის — „რა ღირს?“ — ყოველ ჯერზე არ ეპასუხა, ბრენდის დამფუძნებელი სასკოლო რვეულიდან ამოხეულ ფურცლებზე გულმოდგინედ წერდა ფასებს და აკვირდებოდა, როგორ რეაგირებდნენ პოტენციური მყიდველები ამა თუ იმ ფასზე. იმავე პერიოდში გაკეთდა პირველი მცდელობები ისეთი დახლის შესაქმნელად, სადაც პროდუქცია მაქსიმალურად მიმზიდველად გამოჩნდებოდა და, ამავდროულად, ქურდობისგანაც იქნებოდა დაცული.

ამ მოვლენებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ დაარსდა ბრენდი „მაღაზია მაღაზიებისთვის“, რომელიც ქართულ საცალო (რითეილი) და საბითუმო ვაჭრობის სექტორებს, კომერციულ და სახელმწიფო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს და სასტუმროებს სთავაზობს ყველაზე გამოცდილ, ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს, რომლებიც გაყიდვების ზრდას და მომსახურების ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მუშაობის მთავარ პრინციპს ბაზრის მოთამაშეებისთვის რეალურად ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქციის მიწოდება წარმოადგენს